CV-ის ვერიფიკაცია საქართველოში მოქმედი დამსაქმებლებისთვის
დარწმუნდით, რომ კანდიდატის რეზიუმე სიმართლეს შეესაბამება.
კანდიდატის პოზიციაზე მიღებამდე, ჩვენი კომპანია ამოწმებს და ადასტურებს კანდიდატის მიერ მითითებულ პოზიციებს, თარიღებსა და დამსაქმებელს უშუალო წყაროებთან, რათა თქვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ ქაღალდზე წარმოდგენილ ინფორმაციას. აღნიშნული უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის დაცვას გაუთვალისწინებელი რისკებისა და საფრთხეებისგან.
დოკუმენტირებული პასუხი
თითოეულ დადასტურებულ ფაქტზე
1 სამუშაო დღე
მოცულობისა და ვადის დადასტურება
წერილობითი თანხმობა
ყოველი შემოწმების წინაპირობა
სექტორები, რომლებთანაც ვმუშაობთ
როგორ მუშაობს
თქვენ გვიგზავნით კანდიდატის რეზიუმეს და წერილობით თანხმობის ფორმას (რომლის შედგენასაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ), რის საფუძველზეც ვიწყებთ მოკვლევას და თითოეული ფაქტის გადამოწმებას, დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიებას და სხვა შესაბამის პროცედურებს. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით. საბოლოოდ თქვენ იღებთ მტკიცებულებებით გამყარებულ ანგარიშს კანდიდატის შესახებ.
01
წარმოადგინეთ რეზიუმე
თქვენ გვიგზავნით რეზიუმეს და კანდიდატის წერილობით თანხმობის ფორმას, ჩვენ ვუკავშირდებით რეზიუმეში მითითებულ ყველა დამსაქმებელს, ინფორმაციის სრული გადამოწმების მიზნით.
02
ჩვენ ვამოწმებთ თითოეულ ფაქტს
პირდაპირ ვუკავშირდებით მითითებულ დამსაქმებლებს, ვადასტურებთ პოზიციებს, თარიღებსა, წასვლის მიზეზებს და ვამოწმებთ შეუსაბამობებს.
03
მიიღეთ ანგარიში
დეტალური ანგარიში, სადაც თითოეული ფაქტი მონიშნულია როგორც დადასტურებული, დაუდასტურებელი ან საეჭვო, წყაროს მითითებით.
შედეგის ოთხი კატეგორია
ყოველი დაფიქსირებული ფაქტი — პოზიცია, თარიღი, ხარისხი თუ რეკომენდაცია — ანგარიშში აღინიშნება ერთ-ერთი კატეგორიით, ისე, რომ ნათლად ჩანდეს, რა არის დადასტურებული და რა არა.
წყარომ პირდაპირ დაადასტურა კანდიდატის მიერ მითითებული ინფორმაცია.
ზოგი დეტალი დადასტურდა, ზოგი კი წყაროსთან ვერ შემოწმდა ან ოდნავ განსხვავდება.
წყაროსთან დაკავშირება ან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება კანდიდატის მიერ დაფიქსირებულისგან.
„ვერ დადასტურდა“ არ ნიშნავს „მცდარს“. Verifact-ის როლია ინფორმაციის გადამოწმება — არა კანდიდატის შესახებ საბოლოო განაჩენის გამოტანა. საბოლოო, კანდიდატის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება სრულად დამოკიდებულია თქვენზე.
რატომ უნდა შეამოწმოთ კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
სამუშაოზე ახალი კანდიდატის აყვანა გარკვეულწილად რისკების მატარებელია. CV გვაწვდის ინფორმაციას პოზიციების, თარიღებისა და კვალიფიკაციების შესახებ, თუმცა მოწოდებული დეტალები ზოგჯერ რეალობას სრულად არ შეესაბამება: ცდომილებაა თარიღში, პოზიცია და მოვალეობები რეალობას არ ასახავს და სხვა. მსგავსი დეტალების უტყუარი გადამოწმება გასაუბრებაზე შეუძლებელია, რაც მოგვიანებით შეიძლება გადაიზარდოს კომპანიისთვის დიდ პრობლემად, როცა შეცდომის ფასი უკვე გადახდილია. ვერიფიკაცია გამორიცხავს მსგავს ხარვეზებს და რისკებს კანდიდატის სამსახურში აყვანამდე და არა შემდეგ.
რატომ Verifact
ჩვენ ვამოწმებთ თითოეულ განცხადებას წყაროსთან — არა მხოლოდ კანდიდატთან, არამედ იმ უფლებამოსილ პირებთან, ვისაც ოფიციალურად შეუძლია დაადასტუროს კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
- დასაქმების ისტორია — მოწმდება პირდაპირ ყოფილ დამსაქმებელთან.
- განათლება — მოწმდება პირდაპირ სასწავლებელთან.
- პროფესიული კვალიფიკაცია — მოწმდება პირდაპირ ლიცენზირების ორგანოსთან.
ყოველი შემოწმება ბრუნდება დოკუმენტირებული პასუხის სახით, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ — და არა ვარაუდის სახით.
სერვისები
შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ სრული ანალიზი ან მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კონკრეტული სერვისი.
დასაქმების ისტორიის ვერიფიკაცია
ადასტურებს პოზიციებს, თარიღებსა და წასვლის მიზეზს უშუალოდ რეზიუმეში მითითებულ დამსაქმებლებთან.
რეზიუმეს შესაბამისობის ანალიზი
ადარებს რეზიუმეში მითითებულ ინფორმაციას გასაუბრებისა და შესარჩევი პროცესის დროს კანდიდატის მიერ მოწოდებულ მონაცემებს და გამოავლენს შეუსაბამობებს.
დასაქმებაში პაუზების შემოწმება
ავლენს პოზიციებს შორის აუხსნელ პერიოდებს და სთხოვს კანდიდატს მათ დასაბუთებას გადაწყვეტილების მიღებამდე.
განათლების ვერიფიკაცია
ადასტურებს ხარისხს, სასწავლებელსა და დამთავრების წელს უშუალოდ უნივერსიტეტთან ან შესაბამის ორგანოსთან.
პროფესიული რეკომენდაციის შემოწმება
სტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც ეგზავნება კანდიდატის მიერ მითითებულ ყოფილ ხელმძღვანელს ან კოლეგას, პასუხების სრული დოკუმენტირებით.
პროფესიული ლიცენზიის ვერიფიკაცია
რეგულირებადი პროფესიებისთვის — ადასტურებს, რომ ლიცენზია ან სერტიფიკატი ნამდვილია და მოქმედია.
როგორ ვმუშაობთ კომპანიებთან
აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი პაკეტი
შემოწმება საჭიროებისამებრ
იხდით თითო კანდიდატის შემოწმებაში — შესაფერისია იშვიათი ან ერთჯერადი დაქირავებისთვის.
ვერიფიკაციის პაკეტები
საბაზისო — დასაქმების ისტორია; პროფესიული — დასაქმება, განათლება და რეკომენდაცია; სრული — ამას გარდა, CV-ის შესაბამისობისა და პაუზების ანალიზი.
კორპორატიული გამოწერა
რეგულარულად დამსაქმებელი კომპანიებისთვის — ყოველთვიური კვოტა, შემცირებული ფასი თითო შემოწმებაზე და პრიორიტეტული დამუშავება.
პარტნიორობა რეკრუტმენტ სააგენტოებთან
სააგენტო პოულობს კანდიდატს, Verifact ხდება მისი ვერიფიკაციის პარტნიორი.
ჩვენი გუნდი
მარიამ ჩხვიმიანი
თანადამფუძნებელი | იურისტი
მარიამი გახლავთ საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალისტი (LLM in International and European Law). მრავალმხრივი გამოცდილებით საერთაშორისო კორპორაციულ და ფინანსურ გარემოში. მარიამს პროფესიული გამოცდილება აქვს Union Bank of Switzerland (UBS)-ის ტრანსსასაზღვრო იურიდიულ გუნდსა და Shell-ის Ethics & Compliance მიმართულებაში, სადაც მუშაობდა საერთაშორისო რეგულაციებთან, სამართლებრივ კვლევასთან, compliance-თან, რისკების შეფასებასა და კლიენტთა/კონტრაგენტთა შემოწმების პროცესებთან. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს კორპორაციული და საერთაშორისო სამართლის მიმართულებებს.
Verifact-ში მარიამი აერთიანებს იურიდიულ ცოდნას, საერთაშორისო კორპორაციულ სტანდარტებსა და რისკზე დაფუძნებულ მიდგომას, რათა კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება გადამოწმებულ ფაქტებსა და სანდო ინფორმაციას დაეყრდნოს.
მარიამ მარშანიშვილი
თანადამფუძნებელი | ადვოკატი | მონაცემთა დაცვის სპეციალისტი
მარიამ მარშანიშვილის პროფესიული სპეციალიზაცია მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, რეგულაციურ შესაბამისობასა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებს. მას აქვს პრაქტიკული გამოცდილება სამოქალაქო, კომერციულ, შრომით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში, როგორც კერძო, ისე საერთაშორისო სამართლებრივ გარემოში.
მისი საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს პროფესიულ პრაქტიკას პოლონეთში — Lubasz i Wspólnicy – Kancelaria Radców Prawnych-სა და University of Wroclaw-ის Digital Justice Center-ში, სადაც მუშაობდა მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობისა და AI-სთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
მარიამი არის სერტიფიცირებული მედიატორი და University of Wroclaw-ის Research Scholar, სადაც პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემის საკითხებზე ჩატარებული კვლევა უმაღლესი შეფასებით — 5/5 — დაასრულა.
რეზიუმე არის განაცხადი. რომელიც უნდა გადაამოწმოს, სანამ ის გადაწყვეტილებად იქცევა.
კანდიდატის სამსახურში აყვანისას დაშვებული შეცდომების უმეტესობა გასაუბრებაზე არ ვლინდება, ისინი სამი თვის შემდეგ იკვეთება, როცა რეზიუმესა და რეალურ შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობა აშკარა ხდება.
კანდიდატის პროფესიული ისტორიის გადამოწმება სამუშაოს შეთავაზებამდე სტანდარტული პრაქტიკაა უცხოეთის მსხვილი, რისკების მიმართ ფრთხილი კომპანიებისთვის. ჩვენ შევქმენით Verifact იმისთვის, რომ იგივე სტანდარტი ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვისაც — საკუთარი HR საგამოძიებო გუნდის გარეშე.
დაიწყეთ კანდიდატის ვერიფიკაცია
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და თანხმობის ფორმა — ჩვენ დავადასტურებთ სამუშაოს მოცულობასა და ვადებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
ელფოსტა
Veifact@gmail.comახალი მოთხოვნისთვის დაურთეთ კანდიდატის რეზიუმე და ხელმოწერილი თანხმობის ფორმა.
პირდაპირი ხაზი
+995 551 17 59 16იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ სტაბილური დასაქმების მოცულობა და სურთ მუდმივი თანამშრომლობა.